GIA Georgia - ას აქციათა უმეტესი წილის მფლობელები არიან
GIA - Global Investment Advisors, Inc. ამერიკულ კაპიტალზე დამყარებული საკონსულტაციო კომპანია რომლის მთავარ საქმიანობას საკრედიტო რეიტინგები, საკრედიტო ბიუროები და უცხოური ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენს.
Gia Georgia 1991 წელს დააფუძვნა მისმა ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, საერთაშორისო დონის ფინანსურმა კონსულტანტმა როჯერ პოლ ნაიმ.
როჯერ ნაის კარიერა მოიცავს მრავალ ფინანსურ სექტორს. იგი ტექნიკურ დახმარებას უწევდა ფინანსთა სამინისტროებს, ცენტრალურ ბანკებს, ადგილობრივ მმართველობებს, კერძო კორპორაციებსა და სხვა ფინანსურ დაწესებულებებს.
მას უმუშავია სხვადასხვა დონორთა მიერ დაფინანსებულ პროექტზე აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთის, აზიის, ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებში.
www.gia-inc.com ამ ვებ-გვერდზე გაეცნობით ინფორმაციას კომპანიის შესახებ.
GIA Georgia - ას მცირე წილის აქციონერია
ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო (NCIB - National Credit Information Bureau
www.ncib.ge), საქართველოს ერთადერთი საკრედიტო საინფორმაციო სამსახური. იგი 2002 წელს დააარსა ბატონ აიეტ კუკავამ. Aაიეტ კუკავა არის საქართველოში მოქმედი GIA Georgia- ას გენერალური დირექტორი. იგი ასევე მრავალი საფიფნასო მომსახურების მქონე ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორია.
ეროვნული საკრედიტო ინფორმაციის ბიურო არის საქართველოში პირველი კერძო ორგანიზაცია, რომელიც უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს განვითარებას, პროგრესს, ბიზნეს ინფორმაციის მონაცემთა ბაზის გამოცემასა და გავრცელებას; განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საკრედიტო ინფორმაციას.NCIB არის პირველი საკრედიტო ბიუროს მთავარი აქციონერი დსთ-ს რეგიონში.
www.creditinfo.ge აქ იხილავთ ინფორმაციას კრედიტინფო საქართველოს შესახებ